”ჯეოსელის” ქსელი მწყობრში ჩადგა

მთავარი | ახალი ამბები | სტატიები | ექსკლუზივი | ვიდეო | ონლაინი| კონტაქტი






სოხუმის რეჟიმს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კოდორის ხეობაში საარჩევნო უბანი არ გაუხსნია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კოდორის ხეობიდან დევნილმა, სპარტაკ გურჩიანმა აცნობა.
ინტერნეტ პორტალ პრესა.გე -ზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რის გამოც საიტი მთელი 6 საათის განმავლობაში მიუწვდომელი იყო ვიზიტორებისტვის. პრესა.გე-ს ადმინისტრაცია მომხდარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს.
საინფორმაციო სააგენტო „GeoTopNews”-ის ინტერნეტ გვერდი ჰაკერებმა გატეხეს. როგორც „ღია ბოქლომს“ სააგენტოს რედაქტორმა რომან კევნიშვილმა აცნობა პორტალზე ახალი ამბების განთავსება ვერ ხერხდება. მისი თქმით საფუძვლიანია ეჭვი, რომ ვებ–გვერდი მწვავე სტატიების გამო კიბერ შეტევის ობიექტი გახდა.
თავისუფლების ინსტიტუტის წევრი, თეა თუთბერიძე,მედიით გავრცელებულ ინფორმაცია, მისი დაკავების შესახებ უარყოფს. როგორც თუთბერიძემ, "ღია ბოქლომთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, გავრცელებული ხმები მისი დაკავების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის ექსპერტები დამსაქმებლებს ურჩევენ, სრულიად პრაგმატული მიზეზებიდან გამომდინარე, უფრო ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ თანამშრომელთა სტრესის დონეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებს 11-წევრიანი საპარლამენტო კომისია დაადგენს.
ფილიპინებში დაკავებულ 13 ქართველ მეზღვაურს მათ საქმეზე მანილის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აცნობენ. ფილიპინებზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ეკიპაჟის 13 წევრიც საქართველოს მოქალაქეა, 17 აგვისტოს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გემს კონტრაბანდული იარაღი გადაჰქონდა.
ალექსანდრე ბასილაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ბასილაია ავტორია ისეთი ცნობილი მიუზიკლებისა, როგორებიც არის - „არგონავტები“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „ფიროსმანი“. მას ეკუთვნის ასევე არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა და ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. მისი ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია - „რაღაც დასრულდა“.
ის, რაც საქართველოს მთავრობისთვის მიღწევად მიიჩნევა და ”ანგარიში ხალხს” ჰქვია, ოპოზიციამ სააკაშვილის ნოსტალგიური ვნებების დაკმაყოფილებად შეაფასა.საინტერესო ”სამთავრობო ჩვენებაში” ისიც იყო, რომ ”პრესა.გე”-მ ე.წ. პავილიონებთან ვერცერთი კრიტიკულად განწყობილი ზუგდიდელი ვერ აღმოაჩინა...
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი. presa.ge]
საქართველოს მთავრობის აქცია "ანგარიში ხალხს" დღეს რუსთავში გაიმართება.
მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციის და ბეჭდვითი დე ფატო სიტყვის კომიტეტი იუწყება.
თბილისის შს მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს ფოთში ელოდებიან.
[18.08.2009 19:26] ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი განახლდა. შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ ვახანიას, საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ჩხრეკის მიზეზი კი ჟურნალისტ ლელა ხუბულავასთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლის ფაქტი გახდა.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრესსამსახური საქართველოში საზღვაო ქვეითების გამოგზავნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
დღეს, პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდს ესტუმრა, მან ქალაქის ცენტრში განთავსებული საკნები მოინახულა და გაერთიანებული ოპოზიციის იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც უკვე მეოთხე თვა ქალაქის ცენტრში განთავსებულ „საკნებში“ ზიან. მოგვიანებით ზურაბიშვილმა პრესისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში „საკნებს“ ფუნქცია ჯერ არ დაუკარგავს.
ზუგდიდის „საკნის პატიმრებმა“ ახალი კლიპის „მიშა მაგარია?“–ს პრეზენტაცია ქალაქის შუაგულში გამართეს. ვიდეო–პროექტორზე ზუგდიდელები „მიშა მაგარია“–ს „განახლებულ“ ვარიანტს ისმენდნენ. საკნების აქციის მონაწილეებმა კლიპი საგანგებოდ დაამონტაჟეს, ტექსტი და მუსიკა იგივე დარჩა. ცნობილ კადრებში მიხეილ სააკაშვილი გაქცევითა და ჰალსტუხის ღეჭვით გამოჩნდა.
რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დღეს ფოთში, რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოთის პორტი გასული წლის 8 აგვისტოს ღამით დაიბომბა. სულ რუსული აგრესიის შედეგად 12 ფოთელი ახალგაზრდა დაიღუპა - ხუთი საზღვაო ძალების წარმომადგენელი და ხუთი ნავსადგურის თანამშრომელი, ორი რეზერვისტი კი სენაკის დაბომბვას ემსხვერპლა.
["ინტერპრესნიუსი"]
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ვლადიკავკაზში ჩავიდა. ამ ინფორმაციას `გაზეტა რუ~ `იტარ-ტასზე~ დაყრდნობით აცხადებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge ინგლისური და რუსული ენების გამოცდების შედეგები და აბიტურიენტთა ნაშრომების ასლები განთავსდა.