”ჯეოსელის” ქსელი მწყობრში ჩადგა

დღეს დილიდან მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ”ჯეოსელის” ქსელი გამართულად მუშაობს. კომპანიას პრობლემები გუშინ საღამოს, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში შეექმნა. შეფერხების გამო ”ჯეოსელის” ასიათასობით აბონენტი მობილური კავშირგაბმულობის გარეშე დარჩა. კომპანია ქსელის პარალიზების მიზეზად ტექნიკურ რეორგანიზაციის დროს წარმოქმნილ პრობლემებს ასახელებს.