ყირგიზეთის სცენარის გამეორება შესაძლებელია!

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ყირგიზეთის სცენარის გამეორებას დსთ-ს სხვა ქვეყნებშიც არ გამორიცხავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"არსებობს საშიშროება, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყირგიზეთის მსგავსი სცენარი განვითარდეს. თუ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა, ხელისუფლება კი მათ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელ ზომებს არ მიმართავს, მითუმეტეს როცა ხელისუფლება საზოგადოებასთან კონტაქტს კარგავს, ასეთ შემთხვევაში ყირგიზეთის სცენარი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს", - განუცხადა მედვედევმა ჟურნალისტებს.