გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებს საპარლამენტო კომისია დაადგენს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებს 11-წევრიანი საპარლამენტო კომისია დაადგენს.
კომისიის შესახებ დეტალები პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს საკითხის ინიციატორმა, “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდო ბაღათურიამ გააცნო.
მისი თქმით, აღნიშნული თერტმეტი წევრის ვინაობა ორი კვირის განმავლობაში გაირკვევა.
კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებაში, ასევე, ჩაიწერება, რომ კომისია სამი თვით იქმნება.
პარლამენტი ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენ საპარლამენტო კომისიის შექმნაზე დადგენილებას დღეს, დღის მეორე ნახევარში მიიღებს.