ინტერნეტ თავდასხმა ქართულ სააგენტოზე...

საინფორმაციო სააგენტო „GeoTopNews”-ის ინტერნეტ გვერდი ჰაკერებმა გატეხეს. როგორც „ღია ბოქლომს“ სააგენტოს რედაქტორმა რომან კევნიშვილმა აცნობა პორტალზე ახალი ამბების განთავსება ვერ ხერხდება. მისი თქმით საფუძვლიანია ეჭვი, რომ ვებ–გვერდი მწვავე სტატიების გამო კიბერ შეტევის ობიექტი გახდა.
"ვვარაუდობთ, რომ შეფერხება როგორც ბოლო დროს ჩვენს მიერ გავრცელებულ მასალებს, ასევე 7 ნოემბრის თარიღის მოახლოებას უკავშირდება. ჩვენი სისტემური ადმინისტრატორი, ამ დრომდე უშედეგოთ ცდილობს საიტის „ადმინპანელის“ ჩართვას, გვერდის განახლების მიზნით." –ამბობენ „ჯეოტოპნიუსის“ ჯგუფის წევრები.