აქციამ ზუგდიდში ”ანგარიში ხალხს” მხოლოდ ოპოზიცია გააღიზიანა [video]
ის, რაც საქართველოს მთავრობისთვის მიღწევად მიიჩნევა და ”ანგარიში ხალხს” ჰქვია, ოპოზიციამ სააკაშვილის ნოსტალგიური ვნებების დაკმაყოფილებად შეაფასა.
ზუგდიდის ”საკნებიდან” რამდენიმე მეტრში, თითქმის ნახევარი კილომეტრის მანძილზე გაშლილმა ”საქართველოს მთავრობის მიღწევებმა” საპროტესტო აქციის მონაწილეებს კომუნისტური რეჟიმი გაახსენა.
აქციის ორგანიზატორმა კახა მიქაიამ კი ”ანგარიში” ”ВДНX”-ს ცნობილ გამოფენას შეადარა.
კახა მიქაია: ”მართლა თუ უნდა სააკაშვილს ანგარიში ჩააბაროს ხალხს და დიალოგი გამართოს მასთან, ილაპარაკოს იმაზე, თუ როგორ დაკარგა ტერიტორიები, როგორ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, წააგო ომი, გაანადგურა ქართული ჯარი, როგორ მიმდინარეობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები, რამდენი პოლიტპატიმარი ჰყავს მას ციხეში... როგორ აქცია მან ჩვენი სამშობლო ყვარყვარეს ციხედ და რა მდგომარეობაშია მედია... რაც შეეხება იმ საკენკს, რომელიც ამ პიარ-აქციის სახით დაუყარა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ზუგდიდელებს, ვურჩევ თავად აკენკონ”.
ოპოზიციის განწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხელისუფლებას 22 სექტემბერს ზუგდიდში ნამდვილად არ გაუმართლა. გადაუღებელმა წვიმებმა დამთვალიერებელთა რიცხვი შეამცირა, თუმცა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელიც თავს მასპინძლადაც გრძნობდა, საპირისპიროს ამტკიცებდა.
ბაჩო ახალაია: ”შემიძლია გითხრათ, ყველგან ეგრეა, ძაან დიდი ინტერესია. ჩემი შთაბეჭდილება ზუსტად ისეა, რასაც ველოდი. ინტერესი არის, მიუხედავად წვიმისა, ხალხი მაინც მაინც ათვალიერებს თავდაცვის სამინისტროს მიღწევებს”.
ბაჩო ახალაიამ სიტყვაძუნწობა არჩია, მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალეკო ცინცაძემ ”ბევრი ილაპარაკა.” მან საუბარში გურული იუმორის ელემენტებიც ჩართო და ”მდგომარეობიდან გამოძვრა”.
ორივე სამინისტრო ქალაქის მთავარ მოედანზე, პირდაპირ თუ ირიბად, ფართოდ იყო წარმოდგენილი. საბრძოლოს, არც სოფლის ტექნიკა ჩამოუვარდებოდა. თუ ახალაიამ ლამის ”გრადები” განალაგა, ცინცაძემ, როგორც თავად აღნიშნა, ”ნოუჰაუ” ტრაქტორები ჩაამწკრივა... ახალაიას შემდეგ ის ერთადერთი მინისტრის მოადგილე იყო, ვინც ”მისი” სამინისტროს პავილიონთან ”ტრიალებდა”.
ალეკო ცინცაძე: ”მე ბევრს ვილაპარაკებ, თან ლაპარაკი და თან საქმის კეთება არ გამოდის თუ რა?! მე მახსოვს, გურიაში ჩაის კრეფა რომ მიდიოდა და საკმაოდ სერიოზული, სიმღერ-სიმღერით იკრიფებოდა და მაშინ რომ მეთქვა, კარგად ვმღერი-მეთქი, მეტყოდნენ საქმის გამკეთებელი არ ხარო... არა, ვლაპარაკობთ კიდეც რაც ხალხს აინტერესებს. ის კი არა, უბრალოდ, რომ ვლაპარაკობთ, ვეუბნებით, რა გავაკეთეთ, რას ვაპირებთ და შესაბამისად ვმსჯელობთ...”
მინისტრის მოადგილეს მართლაც მხოლოდ ახსოვს გურიაში ჩაის პლანტაციების არსებობა და იგი ამ საკითხზე იმ მეგრელ გლეხთან მსჯელობდა, რომელსაც ასევე კარგად ახსოვს ეს კულტურა. ”ასე უცებ ხომ არ გადაწყდება ეს ამბავი. ჯერჯერობით პასუხს მაძლევენ და ეს მაკმაყოფილებს, ცხადია შედეგი თუ მოჰყვა”, - ამბობდა ზუგდიდელი კაცი.
მთავრობის შეთავაზებული ”სანახაობით”, ზუგდიდში ბევრი ადამიანი კმაყოფილი დარჩა. ყოველ შემთხვევაში ის, ვინც იქ მივიდა. მიმსვლელთა ძირითადი ნაწილი კი, ახალგაზრდა ყმაწვილები იყვნენ, რომლებიც წვიმისაგან გაწუწულ-გალუმპულები საბრძოლო ტექნიკასთან, მობილური ტელეფონის ობიექტივში პოზირებდნენ...
სამხედრო ჯავშან-ტექნიკით დაინტერესება ერთმა ზუგდიდელმა ასაკოვანმა მამაკაცმაც გამოხატა, რომელმაც ვერ გაარკვია, თანხები ”ჩვენებას” მოხმარდეს თუ შეარაღებას. ”ჩვენი უპირველესი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვა. რაც უფრო ხშირად მოეწყობა ეს, ხალხი ნახავს, მან უნდა გაიგოს რას აკეთებს ჩვენი მთავრობა მის საკეთილდღეოდ. ჩემი აზრით მეტი უნდა დაიხარჯოს იმიტომ, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა განმტკიცდეს.” - ამბობს მურთაზ რაფავა.
უკვე ”განმტკიცებულ” შს სამინისტროს პავილიონთან, როგორც მოსალოდნელი იყო, დამთვალიერებელთა ყველაზე მცირე რაოდენობა მივიდა. ეს ის ადგილია სადაც შსს წარმომადგენელს ზუგდიდელებთან ერთად ”პრესა. გე”-ც ეძებდა. პავილიონთან მყოფი რამდენიმე ახალგაზრდა, ადმინისტრაციის წარმომადგენელს ”უშედეგოდ” ეძებდა... წერილების ურნაშიც სავარაუდოდ მხოლოდ ერთი ბარათი ჩავარდა-7 წლის წინ მოკლული პოლიციელის, ზაზა ქებურიას დედა დამნაშავის დასჯას ვანო მერაბიშვილისგან ელის...

საინტერესო ”სამთავრობო ჩვენებაში” ისიც იყო, რომ ”პრესა.გე”-მ ე.წ. პავილიონებთან ვერცერთი კრიტიკულად განწყობილი ზუგდიდელი ვერ აღმოაჩინა...
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი. presa.ge]