სამართალდამცავებმა ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

თბილისის შს მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ვალენტინ სერგოს ძე გრუნდინკინი და 1995 წელს დაბადებული ირაკლი ვაჟას ძე ავგუსტოვი. 
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა 28 აგვისტოს მოტყუებით, ჯართის შეგროვებაში დახმარების საბაბით, ნავთლუღის ბაზრიდან მესამე მასივის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ავტოფარეხში წაიყვანეს 8 წლის ალავერდ სერგოს ძე ბაირამოვი. 
მას წინასწარ მომზადებული წებოვანი ლენტით შეუკრეს ხელ-ფეხი და გაუკუღმართებული ფორმით დაამყარეს მასთან სქესობრივი კავშირი. 
დანაშაულის ჩადენაში მხილების შიშით, მათ ბაირამოვს თავში ჩაარტყეს სამშენებლო ბლოკის ნატეხი, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.