ფოთში რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა
რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დღეს ფოთში, რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
ფოტოები "ინტერპრესნიუსის" ფოთის კორესპოდენტის ლაშა ზარგინავას მიერაა გადაღებული და მათზე 8 აგვისტოს, პორტის დაბომბვიდან მოყოლებული 13 სექტემბრამდე, ფოთიდან რუსული ძალების გასვლამდე ქალაქში არსებული ვითარება დეტალურადაა ასახული.
ფოთის საგამოფენო დარბაზ-სალონში გამოფენილი 50 ფოტოს დათვალიერება მსურველს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება.

ფოთის პორტი გასული წლის 8 აგვისტოს ღამით დაიბომბა. სულ რუსული აგრესიის შედეგად 12 ფოთელი ახალგაზრდა დაიღუპა - ხუთი საზღვაო ძალების წარმომადგენელი და ხუთი ნავსადგურის თანამშრომელი, ორი რეზერვისტი კი სენაკის დაბომბვას ემსხვერპლა.
["ინტერპრესნიუსი"]