მიხეილ სააკაშვილს დღეს ფოთში ელოდებიან

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს ფოთში ელოდებიან.  
როგორც “ინტერპრესნიუსს” ქალაქ ფოთის მერიაში განუცხადეს, პრეზიდენტი ბეტონის ქარხანა “პრაიმ ბეტონის” გახსნას დაესწრება. 
სააკაშვილი დღესვე, სავარაუდოდ, ფოთის გემთშემკეთებელ ქარხანასაც ესტუმრება, სადაც რამდენიმე ხნის წინ რეკონსტრუქცია დასრულდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება პრეზიდენტის საზღვაო პოლიციის ბაზაზე მისვლაც, საიდანაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ საზღვაო აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო გაკონტროლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთდება.
პრეზიდენტს ფოთში 15.00 საათისთვის ელოდებიან.