დიმიტრი მედვედევი ვლადიკავკაზში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ვლადიკავკაზში ჩავიდა. ამ ინფორმაციას `გაზეტა რუ~ `იტარ-ტასზე~ დაყრდნობით აცხადებს.
მედვედევი დღეს ჩრდილოეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის აგვისტოს ომის წლისთავზე ჩავიდა, სადაც სამხედრო მოქმედებების დროს გამოჩენილი თავდადებისთვის სამხედრო მოსამსახურეები სახელმწიფო ორდენებით დააჯილდოებს. მედვედევი ასევე, სამხრეთ ოსეთიდან ჩამოსულებს შეხვდება.  
რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში სამხრეთ ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ვლადიმერ უსტინოვი, თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის ხელმძღვანელი ტაიმურაზ მამსუროვი შეხვდნენ.
დაჯილდოების ცერემონია ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის შტაბის ტერიტორიაზე მოხდება, რომელიც ვლადიკავკაზთან ახლოს მდებარეობს.