მარიონეტები საზღვარს რუსებთან ერთად გააკონტროლებენ

შეთანხმების რატიფიცირებას 30-დან 27-მა დეპუტატმა მისცა ხმა, სამმა თავი შეიკავა.
შეთანხმებებს ე.წ. სახელმწიფო საზღვრების ერთობლივად გაკონტროლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების ლიდერებთან კრემლში 30 აპრილს მოაწერა ხელი.
შეთანხმებებში, რომლებიც 5 წლის ვადით გაფორმდა, ნათქვამია, რომ ერთობლივი ღონისძიებები მესამე მხარის წინააღმდეგ არის მიმართული.