"ლეიბორისტები" საფრთხეზე საუბრობენ
2012 წლისთვის წყლის კომუნალური გადასახადი შესაძლოა, 5 ლარი გახდეს. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს შ.პ.ს. "თბილწყალკანალთან" გამართულ აქციაზე განაცხადა. "მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს, სანამ გადადგებოდა, "თბილისის წყალი" კომპანია "მულტიპლექს ენერჯიზე" გაასხვისა. მანამდე წყლის გადასახადი 1.20 ლარი იყო, შემდეგ 2.40 ლარამდე გაიზარდა და შესაძლოა, 2012 წლისთვის 5 ლარი გახდეს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, თბილისის წყალი თბილისელებს დაუბრუნდეს და წყლის კომუნალური გადასახადი ძველ ტარიფს გაუთანაბრდეს",- განაცხადა ჯიბლაძემ. ამასთან, მისივე თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტია მოსახლეობასთან ერთად "თბილწყალკანალის" შენობასთან გზას გადაკეტავს.