ახალი მოძრაობის პრეზენტაცია
ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე დღეს ახალი მოძრაობის “დაიცავი საქართველო!”-ს პრეზენტაციას გამართავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” გაჩეჩილაძემ განუცხადა, პრეზენტაცია 15.00 საათზე ათონელის თეატრში ჩატარდება და საზოგადოების წინაშე მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები წარსდგებიან.
“დაიცავი საქართველო!” ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებს. მისი მთავარი მიზანი სწორედ ქვეყნის დაცვა და განმტკიცება იქნება”,-აღნიშნა გაჩეჩილაძემ. მისივე ინფორმაციით, დღეიდან ტელევიზიით გავა ამ ორგანიზაციის სარეკლამო კლიპები, სადაც მითითებული იქნება საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და ყველა მსურველს შეეძლება მოძრაობის წევრი გახდეს.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია ასევე გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”).