ბრიტანელები რუსეთისადმი მკაცრ დამოკიდებულებას მოითხოვენ
ბრიტანელი დეპუტატები რუსეთისადმი უფრო მკაცრ დამოკიდებულებას მოითხოვენ. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
“ბრიტანეთმა და ნატო-ს წევრმა სხვა ქვეყნებმა უფრო მკაცრი ხაზი უნდა გაატარონ რუსეთის მიმართ”,_ მიიჩნევენ ბრიტანეთის თემტა პალატის თავდაცვის კომიტეტის დეპუტატები.
ბრიტანელ პარლამენტართა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვთან ბევრ სფეროში თანამშრომლობა აუცილებელია, ეს არ უნდა ნიშნავდეს “გარკვეულ სფეროებზე რუსეთის გავლენის აღიარებას”.
“ბრიტანეთმა მომავალშიც დაჟინებით უნდა მოითხოვოს რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა”, _ ნათქვამია ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის მოხსენებაში.
დეპუტატები მთავრობას მოუწოდებენ, ენერგიული რეაგირება მოახდინონ ბრიტანეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენაზე.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამგვარი ფრენები მეგობრული ქვეყნის მოქმედებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ვითარების გამწვავების რისკს შეიცავს.
დეპუტატები მთავრობას, რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეალიების გათვალისწინებით, უფრო გათვლილი პოლიტიკის გატარებისაკენ მოუწოდებენ.
მოხსენების ავტორების მტკიცებით, რუსეთი ბრიტანეთის უშიშროებას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ შარშან საქართველოში მომხდარის შემდეგ ესმით რუსეთის მეზობლების სიფრთხილის.
დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ ნატო-მ განსაკუთრებული შემთხვევისთვის უნდა შეიმუშაოს გეგმა, რათა კონკრეტულმა ქვეყნებმა ასეთი საფრთხეები იგრძნონ.
“როგორადაც სასურველი არ უნდაც იყოს რუსეთთან თანამშრომლობა, ეს არ უნდა მიიღწეოდეს რუსეთის გავლენის სფეროების აღირების ხარჯზე”
, _ ნათქვამია ბრიტანელთა დეპუტატთა მოხსენებაში.