დედოფლისწყაროში კალიებთან ბრძოლამ პირუტყვი იმსხვერპლა
დედოფლისწყაროში კალიებთან ბრძოლამ პირუტყვი იმსხვერპლა. როგორც "პირველს" დედოფლისწყაროს გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა განუცხადა, სოფელ ფიროსმანსა და საბათლოში პირუტყვის მასობრივი დაღუპვა სავარაუდოდ, ტერიტორიის კალიების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეწამლვამ გამოიწვია. "მოსახლეობამ სავარაუდოდ, ვადები არ დაიცვა და პირუტყვი საძოვრად შეწამლულ ტერიტორიაზე წაიყვანა. თუმცა საქონლის დაღუპვის რეალურ მიზეზებს ლაბორატორიაში იკველევენ,"- განაცხადა ბაღაშვილმა.