პროკურატურამ ფოთის "წყალკანალის” დირექტორი დააკავა

მსხილაძემ კოპანია “ქემაილის” დირექტორთან, გოგი მოდებაძესთან შეთანხმებით, სახელმწიფო პროექტის განსახორციელებლად განკუთვნილი თანხები მიზანმიმართულად გაზარდა.
გამოძიების მტკიცებით, ამ კორუფციული გარიგებით ბიუჯეტმა მილიონი ლარით იზარალა. გაზრდილი თანხის ნაწილი პროექტის განხორციელებამდე მოიხსნა ანგარიშიდან. სამართალდამცველების განცხადებით, კომპანია “ქემაილმა” და ფოთის წყალკანალმა სამუშაოები კანონდარღვევით ჩაატარეს.
პროექტის თანახმად, სენაკისა და ფოთის ახალი წყალგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობასაც ითვალისწინებდა, პროექტის ფარგლებში ფოთი-ნოსირის ახალი მაგისტრალიც უნდა აშენებულიყო.
გამოძიების ინფორმაციით, კორუფციულ გარიგებაში მყოფმა კომპანიის ხელმძღვანელებმა პროექტის განსახორციელებლად უკვე ნახმარი მილები შეიძინეს.