ტუ-154-ის კატასტროფის შედეგად 170 ადამიანი დაიღუპა

თეირანი –ერევნის რეისზე, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცხადა, 154 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა.
ამის შესახებ “რია ნოვისტის~ თვითმფრინავის მფლოებლ ავიაკომპანია ჩასპიან Aირლინეს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მგზავრებს შორის ორი ბავშვი იყო.
თერანი-ერევნის რეისი 7908 ცდილობდა, ავარიული დაშვება განეხორციელებინა, თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავაში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც პილოტები ლაინერის დაშვებას შეეცადნენ. თუმცა თვითმფრინავს ჰაერშივე მოედო ცეცხლი, რის შემდეგაც ჩამოვარდა.
ტუ-154-ის ბორტზე საქართველოს ორი მოქალაქე - სომხეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი გივი ჭკადუა და თეირანში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მეუღლე ნათელა ნიკოლავა იმყოფებოდნენ.