დეპუტატებმა მამისონთან აღდგენილი ხიდი მოინახულეს
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრებმა მამისონის უღელტეხილზე აფეთქებული ნიკოლოზის ხიდის ადგილას ახლად აღდგენილი ხიდი მოინახულეს.
კომიტეტის წევრებთან ერთად რაჭაში იმყოფებოდნენ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები და რაჭის მუნიციპალიტეტის გამგებლები. ეს იყო პირველი წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელმაც ახალი ხიდი ჩაიბარა.
რკინის კონსტრუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი “ხიდმშენმა” ერთ კვირაში ააგო. ახალი ხიდი ყველა სტანდარტებს პასუხობს და მასზე ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გადაადგილებაა შესაძლებელი. ხიდის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიმდებარე სოფელ გლოლას მოსახლეობისთვის, რადგან ხიდის მეორე მხარეს საძოვრებად და სახნავ-სათესებად იყენებენ.
როგორც პარლამენტარმა ვანო ხუხუნაიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარმა სიღრმეში გადმოიწია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარს ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ. ამას ადასტურებს რეგიონის გუბერნატორი დავით გაგოშიძეც. მისი განცხადებით, რეგიონში საფრთხე არ არსებობს და სრული სიმშვიდეა.