მთავარია საზოგადოებას ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ დავაჯეროთ

მთავარია, საზოგადოებას დავაჯეროთ ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ, რომელიც ყველაფერს გულისხმობს, რაც საპროტესტო ტალღას სჭირდება, - ამის შესახებ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს თავისი დრო აქვს - არჩევნებში მონაწილეობასაც და უარის თქმას, ერთიანი კანდიდატის გამოცხადებას და ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებასაც.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა დღეს სასტუმრო "პრიმა ვერეში" გაიმართა, სადაც მსჯელობის მთავარი საკითხი გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იყო.