სასწრაფოდ! ძალადობა ვანოს სახელით[video]

[18.08.2009 19:26] ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი განახლდა. შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ ვახანიას, საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ჩხრეკის მიზეზი კი ჟურნალისტ ლელა ხუბულავასთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლის ფაქტი გახდა.
ვლადიმერ ვახანია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენის სახელით სარგებლობს, საქართველოში ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავდა. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ ბიზნესმენის დაკავების ნამდვილი მიზეზი სწორედ ეს გახდა. 
აკადემიკოსი ვახანია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოლიცია „საზოგადოებრივმა დამცველმა“ უკვე აღიარა პოლიტიკურ პატიმრად.
18 აგვისტოს გამართული 6 საათიანი სასმართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიუხედავად ეჭვმიტანილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს თბილისის ორთაჭალის ციხეში. 
პროცესის დასრულების შემდეგ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შეკრებილებს და ჟურნალისტებს, რომლებიც პროფსიულ მოვალეობას ასრულებდნენ... დაპირისპირების მიზეზი გახდა ვახანიას დის სურვილი დედაქალაქში გადაყვანამდე, მისი ძმისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ „03“–ის თანამშრომლებს.
„ღია ბოქლომის“ თანამშრომლებმა მოძალადე პოლიციელთა სახის გადაღება შესძლეს.