პარლამენტში ჯოზეფ ბაიდენის დასახვედრად ემზადებიან
პარლამენტში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის დასახვედრად ემზადებიან.
სამუშაოები მიმდინარეობს პარლამენტის ეზოში, სადაც დეპუტატები ბაიდენსა და ამერიკურ დელაგეციას ხვალ დახვდებიან.
მოსამზადებელი სამუშაოები მიმდნარეობს პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელშიც, სადაც ბაიდენს პარლამენტის თავმჯოდმარე დავით ბაქრაძე შეხვდება; აგრეთვე - პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც ბაიდენი სიტყვით გამოვა.
პარლემენტის შენობას დილიდან კინოლოგებიც ამოწმებენ, მოსამზადებელ სამუშაოებში კი, ქართველი სამართლადმაცველების გარდა, ამერიკელებიც მონაწილეობენ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, საქართველოში დღეს აშშ-ს ვიცე- პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი, პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენი და თეთრ სახლში ევრაზიის საქმეთა ხელმძღვანელი მაიკ მაკფოლი ჩამოვლენ.
ამერიკელი სტუმრები საკანონმდებლო ორგანოს ხვალ ესტუმრებიან.