ქართველმა სამართალდამცავებმა ოსი მილიციელი დააკავეს

ქართველმა სამართალდამცავებმა შიდა ქართლში ოსი მილიციელი სოსლან ფუხაევი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა, ვლადმიერ ჯუღელმა გაუნუცხადა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ავტომატით შეიარაღებული ფუხაევი ქართველების მიერ კონტროლირებად სოფელში გადმოვიდა, რის შემდეგაც მისი დაკავება მოხდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის მიციელი იყო.
ჯუღელის ინფორმაციით, ფუხაევი ამჟამად გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში იმყოფება.
ამასთან, ჯუღელის თქმით, ქართველები მკურნალობენ ოს პოლიციელს, რომელიც დაჭრილია.