თეა თუთბერიძე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

თავისუფლების ინსტიტუტის წევრი, თეა თუთბერიძე,მედიით გავრცელებულ ინფორმაცია, მისი დაკავების შესახებ უარყოფს. როგორც თუთბერიძემ, "ღია ბოქლომთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, გავრცელებული ხმები მისი დაკავების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

– "არ ვიცი ვის დაჭირდა ამ ინფორმაციის გავრცელება. არ გამოვრიცხავ, წინასწარ ავრცელებენ ხმებს, მაგრამ ჯერჯერობით თავისუფალი ვარ და მსგავსი არაფერი მომხდარა“, – აცხადებს თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, თეა თუთბერიძის დაკავების შესახებ, მედიით დღეს დაახლოებით 16 საათზე გავრცელდა.