ზუგდიდის “საკნის პატიმრები” „მიშა მაგარიას“ ამღერებენ [video]

ზუგდიდის „საკნის პატიმრებმა“ ახალი კლიპის „მიშა მაგარია?“–ს პრეზენტაცია ქალაქის შუაგულში გამართეს. ვიდეო–პროექტორზე ზუგდიდელები „მიშა მაგარია“–ს „განახლებულ“ ვარიანტს ისმენდნენ. საკნების აქციის მონაწილეებმა კლიპი საგანგებოდ დაამონტაჟეს, ტექსტი და მუსიკა იგივე დარჩა. ცნობილ კადრებში მიხეილ სააკაშვილი გაქცევითა და ჰალსტუხის ღეჭვით გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საკნების აქცია შადრევანზე აცეკვებული “მიშა მაგარიას” ფონზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკნის “პატიმრები” ამ სიმღერას დღე-ღამის განმავლობაში თითქმის განუწყვეტლივ ისმენდნენ.
“ჩვენ, მოსახლეობას დავანახეთ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი სახე და ზუგდიდელ ჩინოვნიკებს და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ როგორი „მაგარია“ პრეზიდენტი სააკაშვილი “– აცხადებს კახა მიქაია.
 დიდ ეკრანზე კლიპის გამოჩენამ სამართალდამცავთა დაბნეულობა გამოიწვია...